04/08/2024
16:03
სამართალი
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს 3 თვის ვადით საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ მიიღო.
მოსამართლის განმარტებით, სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციით, ბრალდებულს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბრალად ედება ადამიანებისგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა.
ამასთან, მისი თქმით, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ იგი თავს არიდებდა ძებნით სამსახურებს.
„დღეის მდგომარეობით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციით, ბრალდებულს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბრალად ედება ადამიანებისგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა. ასევე, თანხის მოთხოვნა, რომ არ გავრცელებულიყო გარკვეული შეურაცხმყოფელი ინფორმაციები“, - განმარტა ქეთევან ჯაჭვაძემ.
ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი გუშინ დააკავეს. თავდაპირველად დაკავების შესახებ ინფორმაცია და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ჟურნალისტის მეუღლემ, სევინჩ სადიგოვამ გამოაქვეყნა.
0
0