28/12/2021
17:12
საზოგადოება
„მართალი რომ გითხრათ, ჩემზე უფრო კარგად არ მგონია ვინმემ იცოდეს, ვინ რას აკეთებს ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში; განსაკუთრებით პოლიტიკოსებიდან...
ყველა ის გარეწარი, ვინც საზიზღრობებს ჩადიოდა სააკაშვილის დემოკრატიული რეფორმების დროს, „ნაცების“ყველა ის გამყიდველი ჩინოვნიკი, რომლებიც სააკაშვილისა და ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობდნენ, „ქართულ ოცნებაში“ და საკუთარ კულუარებში ჰყავს „ჩანერგილი“ ოლიგარქ ივანიშვილს.
უფრო მეტიც, შევარდნაძის დროს ვინც ძარცვავდა ქვეყანას და შეკრული იყვნენ რუსულ სპეცსამსახურებთან, დღეს ყველა ივანიშვილთანაა!
რას მიგვანიშნებს ეს? ჩემთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საგანგებოდ შეამზადა საქართველო-„შეუმდგარი“ სახელმწიფო, რომ პუტინის რუსეთმა ომის გარეშე ჩაგვყლაპოს! დიახ, ეს არის ის მთავარი სამიზნე, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ! მიხეილ სააკაშვილმა რეფორმების გატარების დროს, თავისი ძალოვან სტრუქტურებში გადამეტებული ქმედებები და გადაცდომები, დღეს კრიტიკის ობიექტად დაუტოვა „ქართულ ოცნებას.“
სააკაშვილის მმართველობის დროს, ძალოვანი სტრუქტურების ზოგიერთი წარმომადგენლის არაადამიანური და სასტიკი დამოკიდებულება ათჯერ უფრო მძიმედ გადავიტანე საკუთარ თავზე.
ეს ცნობილია! ამიტომ ვამბობ, ყველაზე უკეთ მე ვიცი იმ გადაცდომებისა და მათი მოქმედი პირების ისტორია. სამართლიანობა და ზოგადად ობიექტურობა მოითხოვს ცივი გონებით გავაანალიზოთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე.
მიხეილ სააკაშვილს, ქართული სახელმწიფოს შემქმნელს და დასავლური ტიპის უნიკალურ რეფორმატორს, საკუთარი ქვეყნისთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი გონივრული კაპიტალით შეძლო და 300 მილიონიანი, ღატაკი სახელმწიფო ბიუჯეტი 20 ჯერ გაზარდა, თითქმის 5 მილიარდ დოლარამდე. ეს იყო უპრეცედენტო შედეგი სააკაშვილის რეფორმებში. სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნით და სწრაფი ეკონომიკური ცვლილებებით მსოფლიო აალაპარაკა. სახელმწიფო ბიუჯეტი ახლა ყაჩაღების ხელშია, ისევე, როგორც მთელი საქართველო! უნდა ვამხილოთ და საჯაროდ განვაცხადოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის გვერდით მდგომი ყველა ჩინოვნიკი რუსეთის მომსახურე ჩინოვნიკია. ქვეყნის მოღალატე და მტერთან „შეკრული“ ქართველი ჩემთვის არარაობაა!
ახლა, საქართველო პოლიტიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ყველაზე სახიფათო გზას გადის. ქვეყანას ვკარგავთ! ვკარგავთ ღირსეულ მომავალს. ამის კონტურები რეალურად ჩანს! მისახედია მესამე პრეზიდენტი, დასახსნელია პუტინ ივანიშვილის ტყვეობიდან.
დავინახოთ და ვიმოქმედოთ!“
0
0