04/02/2023
23:34
მედიცინა
ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჩხაიძე ცრუობს.
„დღეს მე მოვისმინე ზურაბ ჩხაიძის განცხადება, რომ სააკაშვილის კალორაჟს მოუმატეს. სასამართლოს წინ ასეთი განცხადებების კეთება არის დავალება და ემსახურება ერთადერთ ამოცანას, რომ ზემოქმედება მოახდინოს მოსამართლეზე. ახლა აღმოჩნდება, რომ 2 დღეში მიხეილ სააკაშვილი შემწვარ გოჭსაც შეჭამს, ჩხაიძის განცხადებები სერიოზული არ არის.
რაც შეეხება ნინო ნადირაძის განცხადებებს, ეს გახლდათ ჭორაობა, არანაირი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მას სასამართლოსთვის არ მიუწოდებია და იგი განაგრძობდა ტყუილის ტირაჟირებას, რომ „ემპათია“ სპეციალურ დიეტას აწვდის სააკაშვილს. ნადირაძემაც დაადასტურა, რომ მას კახექსია აღენიშნება, თუმცა ერთადერთი მიზეზი ყოფილა ის, რომ ის საჭმელს ჯიუტად არ ჭამს, ეს, რა თქმა უნდა, არის მტკნარი სიცრუე“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებისას ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტმა კვების რაციონი შედარებით გააფართოვა.
0
0