28/06/2024
23:36
სპორტი
„ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი ამაღელვებლად დასრულდა - აჩვენა შედეგები, რომლებიც ხაზს უსვამს, რომ ევროპული ფეხბურთის სათამაშო მოედანზე უფროდაუფრო თანაბარი შანსებია მეტი გუნდისთვის, რათა მათ ევროასპარეზზე თავიანთი კვალი დატოვონ.
ევრო 2024-ის ტურნირზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ქართველი გულშემატკივრების ხმა განსაკუთრებით ძლიერად ისმოდა, როდესაც ისინი პორტუგალიასთან საქართველოს გამარჯვებას (ანგარიშით 2-0) ზეიმობდნენ.
საქართველო ევრო 2024-ის ჩემპიონატში პირველად მონაწილეობს. ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოსა [და ასევე სლოვენიის] შემოსვლა პატარა საფეხბურთო ქვეყნების კვალობაზე ისტორიული მომენტია, რაც ასევე ასახავს ევრო-24-ის გაფართოებას, რათა ევროპული ფეხბურთის კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს.
როგორც ცნობილია, უეფას ერთა ლიგა რეგულარულ კონკურენტულ მატჩებს უზრუნველყოფს და ევროპის ზოგიერთი პატარა ქვეყანა მათში მონაწილეობის მისაღებად იბრძვის, რადგან სწორედ ეს მატჩებია გადამწყვეტი ფეხბურთის გუნდების გაუმჯობესებისა და მათდამი ინტერესის გასაზრდელად. საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ევრო 2024-ზე მიღწეული ამჟამინდელი წარმატება უახლესი ნაბიჯია განვითარების პერიოდში, რომელშიც უეფას ერთა ლიგამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა,“ - ნათქვამია უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე.
0
0