08/07/2022
14:12
მედიცინა
მულტინაციონალურმა თანამშრომლობითმა მცდელობამ წარმატებული შედეგი გამოიღო. ახალი ლაზერზე დაფუძნებული ბრილიანტის სენსორი დღეს არსებულ მოწყობილობებთან შედარებით 10-ჯერ უფრო ზუსტად ზომავს მაგნიტურ ველებს.
დღესდღეობით, მაგნიტური ველის ანალიზი აქტიურად გამოიყენება სამედიცინო სფეროში. მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც რადიო და მაგნიტური ტალღების ანალიზს აერთიანებს, გამოიყენება ორგანოების და შინაგანი სტრუქტურების დასათვალიერებლად, რაც ექიმებს დაავადებების ადრეული ნიშნების ამოსაცნობად ტვინის და ზურგის ტვინის დაკვირვებაში ეხმარებათ.
სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების წყალობით, უკვე შესაძლებელია ტვინის შიგნითა ელექტრული დენის მიერ წარმოქმნილი მაგნიტური ველების გაზომვა. მაგნიტოენცეფალოგრაფიის (MEG) გამოყენებით, ექიმებს შეუძლიათ მალფუნქციონირებადი ნეირონების და ტვინის იმ წერტილები პოვნა შეუძლიათ, რომლებიც ეპილეპლიური კრუნჩხვების წყაროები არიან.
არსებულ დანადგარებთან დაკავშირებული სირთულეები
მიუხედავად იმისა, რომ ენცეფალოგრაფია საოცრად პროგრესული ტექნოლოგიაა, მასაც უარყოფითი მხარეები. მასთან დაკავშირებული დანადგარების დამონტაჟება და ამუშავება გამოწვევას წარმოადგენს. დანადგარი ძალიან ძვირია და მთელი ოთახის სივრცეს იკავებს. ასევე აუცილებელია დანადგარისთვის მუდმივად დაბალი ტემპერატურის მქონე გარემოს უზრუნველყოფა რათა ჰელიუმი რომელიც მანქანაშია მოთავსებული, თხევად მდგომარეობაში შენარჩუნდეს. ყველაზე დიდი გამოწვევა კი ალბათ მაინც პროცედურის დროს პაციენტის აბსოლუტურად უძრავ მდგომარეობაში ყოფნის მოთხოვნილების შესრულებაა.
ამ პრობლემების გადასაჭრელად და უკეთესი მოწყობილობის შესამუშავებლად მელბურნის ტექნოლოგიის სამეფო ინსტიტუტმა (RMIT) და ფრაუნჰოფერის სახელობის მყარი სხეულის ფიზიკის ინსტიტუტმა (IAF) ითანამშრომლეს.
ბრილიანტების დანიშნულება ახალ გამოგონებაში
ბრილიანტი წარმოადგენს მაგნიტური ველის სენსორების მნიშვნელოვან კომპონენტს. სინათლის სიძლიერე, რომლებიც ბრილიანტის კვანტური ანარეკლებისგან წარმოიქმნება მაგნიტური ველის სიძლიერესთან ერთად იცვლება.
ზემოთხსენებული სინათლის ლაზერად გარდაქმნით, მეცნიერებმა მაგნიტური ველის აღმოჩენის და გამოკვლევის სიზუსტე 10-ჯერ გაზარდეს.
მკვლევრები მოელიან, რომ თავიანთი ლაზერის გამომყოფი ბრილიანტების გამოყენებით, ენცეფალოგრაფიის დანადგარის ზომა ბევრად შემცირდება და შეიძლება ის პორტაბელურიც კი გახდეს. ამას გარდა, პროცედურის დროს უძრავად წოლის მაგივრად, პაციენტების სიარულიც შეეძლებათ. ამასთანავე, რადგან დანადგარში თხევადი ჰელიუმის გამოყენების საჭიროება აღარ იქნება, გაუმჯობესებული დანადგარი ოთახის ტემპერატურაზეც ჩვეულებრივად იმუშავებს.
ამ დანადგარის აშენებას 5 წელიც კი შეიძლება დასჭირდეს, მაგრამ უფრო მთავარი მისი მნიშნველობაა.
დანადგარი დემენციის, ალცაიმერის დაავადების და ეპილეპსიის ადრეული დიაგნოზისთვის ძალიან გამოსადეგი იქნება.
კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.
წყარო: Interesting Engineering
მოამზადა: ანა მთვრალაშვილი
0
0