03/07/2022
10:30
მსოფლიო
“ხვალინდელმა დღემ უნდა მოუტანოს უკრაინას მაქსიმალური სარგებელი”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“აუცილებლად დაეხმარეთ ჯარს, დაეხმარეთ მოხალისეებს, დაეხმარეთ ყველას, ვინც ამ დროში მარტო დარჩა. გამუდმებით გამოიყენეთ ყველა თქვენი კონტაქტი საზღვარგარეთ, ყველა თქვენი საინფორმაციო საშუალება – უბრალოდ სოციალური ქსელებიც კი, რათა გაავრცელოთ სიმართლე ომზე და ჩვენს მიწაზე ოკუპანტების მიერ ჩადენილ დანაშაულზე.
ხვალაც და მთელი ახალი კვირის განმავლობაში იქნება უკრაინისთვის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, შეხვედრები – დიპლომატიურ აქტივობას არ ვამცირებთ არც ერთი დღით. ველით ახალ გადაწყვეტილებებსაც პარტნიორებისგან თავდაცვით დახმარებასთან დაკავშირებით. მთავარია, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ჩვენთვის დღეს, უნდა გვახსოვდეს, რომ დადგება ხვალ და რომ ხვალინდელმა დღემ უნდა მოუტანოს უკრაინას მაქსიმალური სარგებელი – ყველამ უნდა გააკეთოს ამისთვის აბსოლუტურად ყველაფერი რაც შეუძლია. მადლობა ყველა ჩვენს დამცველს, თქვენ ყოჩაღები და ძლიერები ხართ! დიდება უკრაინას!“- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
0
0