30/06/2023
12:19
ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალი აეროპორტის მშენებლობის დაწყება 2024 წლიდან იგეგმება.
როგორც პრემიერმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას განაცხადა, მთავრობა ორ ვარიანტს განიხილავს - უკვე არსებული აეროპორტის გაფართოებას, ან ვაზიანში ახალი აეროპორტის აშენებას.
„მთავრობის გადაწყვეტილებით, აქტიურად განვიხილავთ ახალი აეროპორტის აშენების შესაძლებლობას. ვამუშავებთ ორ ვარიანტს - ერთი ეს არის არსებულის გაფართოება, თუმცა ამ ვარიანტს უფრო მეტი მინუსი აქვს. გვაქვს მეორე ვარიანტი, რომელიც დამუშავების პროცესშია. საუბარია, ვაზიანის ტერიტორიაზე, ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი არქიტექტორებისა და კომპანიების შერჩევა. გვინდა, სამუშაოები 2024 წელს დავიწყოთ. მანამდე პროექტირებას დასჭირდება დრო”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
0
0