ახალგორის მცხოვრებლებს ლომისობის დღესასწაულზე ე.წ. საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა ექნებათ
06/06/2023
22:05
კონფლიქტები
A-
+A
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ახალგორის რაიონის მცხოვრებლებს რელიგიურ დღესასწაულთან „ლომისობასთან" დაკავშირებით, დე ფაქტო საქართველო-"სამხრეთ ოსეთის" „საზღვრის" გამარტივებული წესით გადაკვეთის უფლება ექნებათ. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო „რესი" ავრცელებს.
ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, ე.წ. უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომაზე მიიღეს.
დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთა რაზდახანის გამშვები პუნქტით, გამარტივებული წესით, 7 ივნისის 8:00 საათიდან 8 ივნისის 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალა „რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანს" ანატოლი პლიევს, - ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0
305
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%