16/12/2022
23:42
სამართალი
ქუთაისელ მამაკაცს, რომელმაც საზოგადოებრივი ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცა, ბრალს ოფიციალურად 72 საათში წაუყენებენ.
ამის შესახებ სააგენტო "სივრცეებს" მისმა ადვოკატმა, დავით ნიჟარაძემ განუცხადა .
"ექსპერტიზაზე გადაჰყავთ ამ წუთებში. ბრალი ჯერჯერობით, ოფიცილურად წაყენებული არა აქვს, სასამართლო 72 საათში იქნება. ამ წუთებში შესაბამის პროცედურებს გავდივართ",-ამბობს ადვოკატი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს მუხლით, რომელიც ძარცვის მცდელობას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხელ კვალზე დაკავებულია 2 პირი.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში მამაკაცმა საზოგადოებრივი ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე წერს.
მისივე ინფორმაციით, მამაკაცს ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში ბრალს უყენებენ.
“მოკლედ, ვინ არ დამიცვია კაცო, ქურდები, ყაჩაღები, მკვლელები, თაღლითები, მძარცველები და აშ. მაგრამ ამ წუთებში რა საქმეშიც მომიწია ჩართვა, არათუ არ მქონია, არც გამიგია:)
ესეიგი, ტიპი დათვრა და დიდი ავტობუსი გაიტაცა თავის მგზავრებიანად, არა არ მოგესმათ, ხო, დიდი საზოგადოებრივი ავტობუსი თავის მგზავრებიანად.
ახლა პოლიციის განყოფილებაში ვარ და ბრალს უყენებენ მძარცველიაო.
მძარცველი კი არა, მთვრალია, მთვრალიი:)”, – წერს ადვოკატი.
0
0