01/11/2024
09:31
მსოფლიო
ავსტრალიის ქალაქ მელბურნში, ავტოავრიას 11 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ავტომობილი გზიდან გადავიდა და მელბურნის დაწყებითი სკოლის ეზოსთან არსებულ გარე მაგიდას შეეჯახა, სადაც ხუთი მოსწავლე იმყოფებოდა.
11 წლის ჯეკ დეივი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მოგვიანებით გარდაიცვალა.
პოლიციის განცხადებით, ორი 11 წლის გოგონა, 10 წლის გოგონა და 10 წლის ბიჭი ასევე მძიმედ დაშავდნენ და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლი, 40 წლის ქალი, სკოლიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ, სკოლის ეზოს ღობეს შეეჯახა. პოლიციამ ის შემთხვევის ადგილზე დააკავა და, შემდგომი გამოძიების მოლოდინში, გაათავისუფლა. ავტომობილში მყოფი ბავშვი არ დაშავებულა. პოლიცია ინციდენტთან დაკავშირებულ ზუსტ გარემოებებს იძიებს.
საშუალო სკოლის დირექტორმა მარკუს ვიჩერმა ინციდენტს ტრაგედია უწოდა და დაღუპულის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
0
0