18/05/2022
14:19
მსოფლიო
ავღანეთში, საყოველთაო შიმშილმა და სასურსათო დაუცველობამ კატასტროფულ დონეს მიაღწია. მსოფლიო სასურსათო პროგრამა იუწყება, რომ თითქმის 20 მილიონი ადამიანი - ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი - საკვების მწვავე დეფიციტს განიცდის. გვალვამ, პანდემიამ და უცხოეთიდან დახმარების შეწყვეტამ (რასაც თალიბების მიერ ქვეყნის კონტროლი დაემატა) ავღანეთი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.
უკრაინაში მიმდინარე ომი გლობალურ სასურსათო პრობლემას ამწვავებს და ფასების ზრდას იწვევს. საერთაშორისო დახმარების ფონდის წარმომადგენლების განცხადებით, მილიონობით ავღანელი შიმშილის ზღვარზე დგას და, სულ მცირე, ერთი მილიონი ბავშვი სიკვდილის საფრთხის წინაშეა.
„სასურსათო დახმარების უზრუნველყოფა და გადაუდებელი საარსებო შემწეობა ავღანელი ხალხისთვის სასიცოცხლო რგოლია. რამდენიმე თვეში (2021 წლის აგვისტოდან) 16 მილიონზე მეტი ადამიანისთვის განვახორციელეთ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული სასურსათო ოპერაცია.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ ფერმერებთან, მეწისქვილეებთან და მეფურნეებთან, ასევე შესაბამისად ვამზადებთ ავღანეთში მცხოვრებ ქალებს და მათთვის სამუშაო ადგილებს ვქმნით ადგილობრივი ეკონომიკის მხარდასაჭერად. კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე საიმედო გამოსავალი ეკონომიკის ნორმალურად ფუნქციონირების ხელშეწყობაა,“ - განაცხადა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენელმა ავღანეთში, მერი-ელენ მაკგროარტმა.
0
0