15/10/2021
15:38
მსოფლიო
ყანდაარის საავადმყოფოს ინფორმაციით, მსხვერპლის რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება.
ინციდენტის სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ სპეცრაზმი შემთხვევის ადგილზე ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას დაჭრილებისთვის სისხლის გაღებისკენ მოუწოდა.
ამ დრომდე, მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
ქალაქ ყუნდუზზე თავდასხმის შემდეგ მალევე მომხდარი აფეთქება ხაზს უსვამს, რომ ავღანეთში უსაფრთხოება ვერ მყარდება; გამწვავებული ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე კი - მილიონობით ადამიანს შიმშილი ემუქრება.
რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა. ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მას შემდეგ, IS დაჯგუფების ადგილობრივმა ფილიალმა (რომელიც ცნობილია, როგორც „ისლამური სახელმწიფო - ხორასანი“) ქაბულში თავდასხმები გაახშირა.
იმ ფაქტმა, რომ შიიტური უმცირესობა კვლავ შეტაკების სამიზნე გახდა, ასევე შეიძლება გააღვივოს დაძაბულობა მეტწილად სუნიტურ ქვეყანაში სხვადასხვა ეთნიკურ და სექტანტურ ჯგუფებს შორის.
0
0