06/11/2024
09:45
მსოფლიო
გამოცემა Associated Press-ის ინფორმაციით, აშშ-ის სენატში უმრავლესობა რესპუბლიკელებმა მოიპოვეს. მათი ცნობით, რესპუბლიკელებს სენატში 51 ადგილი აქვთ მოპოვებული, დემოკრატებს კი 42.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, აქ ხმათა უმრავლესობა დათვლილია. ამ დროის მონაცემებით, არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ტრამპს საარჩევნო კოლეგიაში ამ დროისთვის 211 ხმა აქვს, ხოლო დემოკრატიული პარტიის კანდიდატ კამალა ჰარისს 165.
„სიენენის“ მონაცემებით, კამალა ჰარისს საარჩევნო კოლეგიის 153 ხმა აქვს, ტრამპს კი 227.
რაც შეეხება „ფოქსს ნიუსს“, როგორც მედია წერს, ტრამპს კოლეგიის 216, ჰარისს კი 193 ხმა აქვს.
ცნობისთვის, ხმის მიცემის პროცესი ორ შტატში ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ხმები დასათვლელია რამდენიმე შტატში, მათ შორის შვიდ ე.წ. მერყევ შტატში, რომელიც სავარაუდოდ, არჩევნების ბედს გადაწყვეტს.
„ბიბისის“ მონაცემებით, შვიდი მერყევი შტატიდან ექვსში დონალდ ტრამპი ლიდერობს. კამალა ჰარისს ამავე მონაცემებით მერყევი შტატებიდან უპირატესობა მხოლოდ მიჩიგანში აქვს.
კანდიდატმა გამარჯვების მოსაპოვებლად საარჩევნო კოლეგიის 538 ხმიდან 270 ხმა უნდა მოიპოვოს. ვარაუდობენ, რომ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას რამდენიმე დღე დაჭირდება.
0
0