20/03/2024
19:28
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით რუსეთში იმყოფება.
დეფაქტო ლიდერის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის დროს ის განიხილავს „რესპუბლიკის ცხოვრებასთან და სხვადასხვა სფეროში აფხაზურ-რუსეთის თანამშრომლობის განვითარების უამრავ საკითხს“.
19 მარტს ბჟანიამ შეხვედრა გამართა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანტონ ვაინოსთან, რომელზეც „განიხილეს აფხაზეთსა და რუსეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთქმედების აქტუალური საკითხები“.
დღეს ბჟანია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველ მოადგილეს რაშიდ ნურგალიევს შეხვდა. ამის შესახებ იტყობინება რუსეთის უშიშროების საბჭო.
„განხილული იქნა რუსეთ-აფხაზური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში, აქცენტი კონკრეტული ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024