აშშ ტაივანის მიმართ მეგობრულ დამოკიდებულებას არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნებს - ტაივანის ოფიციალური პირი
06/11/2024
11:34
მსოფლიო
A-
+A
„შეერთებული შტატები ტაივანის მიმართ მეგობრულ დამოკიდებულებას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნებს, ტაივანი კი იმუშავებს ისე, რომ, გარდამავალ პერიოდში, ჩინეთმა „პრობლემები არ შექმნას“. ტაივანის სრუტეზე ურთიერთობებთან დაკავშირებით, გვჯერა, რომ შეერთებული შტატები ჩინეთის შეზღუდვას გააგრძელებს“, - განუცხადა Reuters-ს ტაივანის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს გენერალურმა დირექტორმა ცაი მინგ იენმა.
როგორც ცნობილია, ტაივანს მჭიდრო, თუმცა არაოფიციალური ურთიერთობა აქვს შეერთებულ შტატებთან. ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, თუმცა ტაივანის მთავრობა პეკინის მიერ წამოყენებულ სუვერენიტეტის მოთხოვნებს უგულებელყოფს.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ტაივანი პეკინის მხრიდან ინტენსიურ სამხედრო ზეწოლას განიცდიდა.
0
0
55
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%