28/02/2022
20:05
ომი უკრაინაში
უწყების ცნობით, აშშ-ის სახაზინო დეპარტმანეტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა აშშ-ის მოქალაქეებს აუკრძალა ყველა სახის ტრანზაქცია რუსეთის ცენტრალურ ბანკთან, რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდთან ან რუსეთის ფინანსთა სამინისტროსთან.
ამასთან, უწყებამ სანქციები დაუწესა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდს, მის ორ შვილობილ კომპანიასა და დირექტორ კირილ დმიტრიევს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, რათა შეზღუდოს რუსეთის შესაძლებლობები, გამოიყენოს თავისი საერთაშორისო რეზერვები, ასევე შეუზღუდოს რუსეთს წვდომა თავის კეთილდღეობის ფონდზე, რათა ის უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის არ გამოიყენოს.
„აშშ გააგრძელებს თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციას, რომ რუსეთს მკაცრი შედეგები დააკისროს უკრაინის წინააღმდეგ მის მიერ წარმოებული ომისთვის. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მიზნის ერთობლიობას, სიმტკიცეს და მზაობას, რომ რუსეთს პასუხი ვაგებინოთ თავისი აგრესიისთვის, განსაკუთრებით მათ, ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა მათი არჩევანით დაწყებულ ომზე“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
0
0