23/10/2024
12:51
მსოფლიო
აშშ კვლავ შეშფოთებულია იმის გამო, რომ რუსეთი კიდევ შეეცდება, მოლდოველებს ხელი შეუშალოს საკუთარი ლიდერების არჩევის სუვერენულ უფლებაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„რუსეთმა ყველაფერი გააკეთა არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩაშლისა და მოლდოვაში დემოკრატიის შერყევისთვის, მათ შორის უკანონო დაფინანსებითა და ხმების მოსყიდვით, დეზინფორმაციითა და მავნე კიბერაქტივობებით. 3 ნოემბერს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოახლოებასთან ერთად, აშშ კვლავ შეშფოთებულია, რომ რუსეთი კიდევ შეეცდება, მოლდოველებს ხელი შეუშალოს საკუთარი ლიდერების არჩევის სუვერენულ უფლებაში. აშშ განაგრძობს მოლდოვის ძალისხმევის მხარდაჭერას 3 ნოემბერს სანდო, გამჭვირვალე და დემოკრატიული პროცესის უზრუნველსაყოფად. ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, აშშ დგას მოლდოველი ხალხის გვერდით მათი უსაფრთხო, წარმატებული და დემოკრატიული მომავლის სურვილში“, – აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.
0
0