აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი, საავადმყოფოში გადაიყვანეს
15/10/2021
11:22
მსოფლიო
A-
+A
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი, კალიფორნიის უნივერსიტეტის ირვინის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
კლინტონის პრეს-სპიკერის განცხადებით, ”ის გამოჯანმრთელდა, თუმცა უწყვეტი მონიტორინგისთვის საავადმყოფოში მაინც დარჩება.“
75 წლის ყოფილ პრეზიდენტს 2004 წელს გულის შემოვლითი ოპერაცია ოთხჯერ ჩაუტარდა. თუმცა, როგორც კლინტონის ექიმები აღნიშნავენ, მისი ჰოსპიტალიზაცია გულის პრობლემასთან ან კორონავირუსთან დაკავშირებული არ არის.
”უროლოგიური ინფექციის ორდღიანი მკურნალობის შემდეგ, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა შემცირდა და ის კარგად რეაგირებს ანტიბიოტიკებზე. მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები სტაბილურია. ვიმედოვნებთ, რომ ის მალე დაბრუნდება სახლში,” - განაცხადეს ექიმებმა.
0
0
572
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%