25/12/2024
10:37
მსოფლიო
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, გრიპის მკურნალობის შემდეგ, საავადმყოფოდან გაწერეს.
”ის [კლინტონი] და მისი ოჯახი მადლიერებას გამოხატავს ჯორჯთაუნის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალ MedStar-ის გუნდის მიმართ პაციენტისთვის გაწეულ განსაკუთრებულ სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებით”, - წერს ბილ კლინტონის წარმომადგენელი ანხელ ურენა X-ზე.
23 დეკემბერს, აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი, ბილ კლინტონი ცხელების განვითარების შემდეგ, ვაშინგტონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, ბილ კლინტონს ასევე წარსულში გულის პრობლემები აწუხებდა. 2004 წელს გულის მეორე ოპერაციის ჩატარების შემდეგ, ექს-პრეზიდენტი, რომელიც ცნობილი იყო ცხიმიანი საკვებისადმი სიყვარულით, ვეგანი გახდა.
2016 წელს, მან Politico-სთან ინტერვიუში აღნიშნა: "შეიძლება ახლა ცოცხალი არც ვყოფილიყავი, ვეგანი რომ არ გავმხდარიყავი. შესანიშნავია."
2024 წელს, კლინტონი ასევე აქტიურად ჩაება საპრეზიდენტო კამპანიაში, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატურის მხარდასაჭერად.
გასულ თვეში, კლინტონმა წიგნი, სახელწოდებით - „მოქალაქე: ჩემი ცხოვრება თეთრი სახლის შემდეგ“ - გამოუშვა.
0
0