31/10/2024
11:07
მსოფლიო
ამერიკელი პოლიციელები 5 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსალოდნელი ძალადობისთვის ემზადებიან. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
„არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად პოლიციის მეთაურები და შერიფები მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო კომისიების თანამშრომლების მისამართით ძალადობის მუქარის, საარჩევნო უბნებზე არეულობისა და ამომრჩევლების დაშინებისთვის ემზადებიან“, - წერს გამოცემა.
გამოკითხულმა ექსპერტებმა და ოფიციალურმა პირებმა Politico-სთან საუბარში აღნიშნეს, რომ მუქარის, ხულიგნობისა და ძალადობის ატმოსფერო აშშ-ის არჩევნებისთვის ჩვეულებრივ დღის წესრიგად იქცა.
გამოცემის მტკიცებით, ასე, მაგალითად, არიზონის შტატის მარიკოპას ოლქში 5 ნოემბერს რამდენიმე საგანგებო ცენტრი იმუშავებს. ჯორჯიის შტატში ყველა ახალი პოლიციელი ვალდებულია ისწავლოს საარჩევნო კანონმდებლობა. ნებრასკას შტატის ქალაქ ომაჰაში შერიფმა ადგილობრივი მცხოვრებლების შეშფოთების საფუძველზე ხმის მთვლელი მანქანაც კი შეამოწმა.
ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი სამართალდამცველები თანამდებობის პირებთან ერთად თათბირობენ, თუ როგორ გაუმკლავდნენ პოტენციურ აფეთქებებს.
0
0