08/11/2024
14:55
მსოფლიო
პენტაგონის წარმომადგენლის, საბრინა სინგის განცხადებით, შეერთებულ შტატებს აქვს ვალდებულება, უკრაინას სამხედრო დახმარება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე გაუგრძელოს.
სინგმა აღნიშნა, რომ მოქმედი ადმინისტრაციის ვადის ბოლომდე აქტიური დარჩება საპრეზიდენტო დახმარების პაკეტები და უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივა.
„უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში კვლავ გვაქვს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი, რომლის გამოყოფაც შეგვიძლია. მიტომ მომდევნო კვირებში ჩვენ განვაგრძობთ პაკეტების მიწოდებას“, – აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.
ამასთან, პენტაგონის პრესსპიკერის განცხადებით, უკრაინის დახმარების გეგმას კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით იანვარში დაგეგმილი ადმინისტრაციის ცვლილების ფონზე.
„უკრაინის მხარდაჭერა კვლავ ძლიერი რჩება“, – აღნიშნა სინგმა.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024