31/10/2024
11:27
მსოფლიო
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს დაესწროს ინაუგურაციას, იმის მიუხედავად, თუ რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს არჩევნებში.
ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების გადაცემის პროცესი იქნება მშვიდობიანი.
„პრეზიდენტს მშვიდობიანი ხელისუფლების გადაცემის სჯერა და ნახავთ, როგორ გააკეთებს ამას“, – განაცხადა ჟან-პიერმა.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ წინამორბედი პრეზიდენტები რეგულარულად ესწრებიან თავიანთი მემკვიდრეების ინაუგურაციას.
„ბაიდენი, რა თქმა უნდა, მიიღებს ამაში მონაწილეობას“, – აღნიშნა ჟან-პიერმა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის იანვარს ჯო ბაიდენის ინაუგურაციას მისი წინამორბედი დონალდ ტრამპი არ ესწრებოდა. ტრამპმა თეთრი სახლი ინაუგურაციამდე დატოვა.
0
0