არსებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გატაცებულებს შორის, ერთ-ერთი არასრულწლოვანია
15/04/2024
18:27
კონფლიქტები
A-
+A
“მთავარი არხისთვის” ცნობილი ხდება, რომ სოფელ ფლავისმანის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებულებს შორის, ერთი არასრულწლოვანია.
როგორც სოფელში ამბობენ, რუსმა ოკუპანტებმა სამი ადგილობრივი მაშინ გაიტაცეს, როდესაც 16, 18 და 20 წლის ბიჭები წმინდა გიორგის სალოცავთან იმყოფებოდნენ.
გატაცებულები ახლა ზემო არცევის რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან, მათ ოჯახებთან დაკავშირება მოახერხეს.
ფლავისმანელები ვარაუდობენ, რუსმა ფორმიანებმა არარსებული საზღვარი გადმოკვეთეს და ეს არაა პირველი შემთხვევა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლების, ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე.
0
0
312
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%