11/01/2022
10:59
მსოფლიო
”მაშინვე საგრაფოს საბჭოში დავრეკე და მათ დინოზავრის ნაკვალევის აღმოჩენის შესახებ ვაცნობე”, - განმარტა მანჩესტერის უნივერსიტეტის პალეონტოლოგთა ჯგუფის წევრმა, ჯო დევისმა, რომელიც Rutland Water Nature Reserve-ში მოღვაწეობს.
2021 წლის თებერვალში, ნაკრძალის წყალსაცავში გამწვანების სამუშაოების დროს, მან ტალახიან ზონაზე უცნაური ფორმა შეამჩნია, რომელიც ყბის ძვალს ჰგავდა. „ეს არ იყო დინოზავრი. მაგრამ ეს იყო 10 მ სიგრძის ზღვის თბილსისხლიანი მტაცებლის გაქვავებული ნაშთები, რომელსაც იქთიოზავრი ჰქვია. ის დელფინებისგან არ განსხვავდება,“ - თქვა ჯო დევისმა.
იქთიოზავრების სიგრძე 25 მეტრს აღწევდა; ისინი 250-290 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ.
პალეონტოლოგ დინ ლომაქსის დასკვნით, ნამარხის აღმოჩენა, მისი ზომისა და სრულყოფილად შენარჩუნების გამო, "ნამდვილად უპრეცედენტო" და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დიდი ბრიტანეთის პალეონტოლოგიურ ისტორიაში".
ტალახიდან ამოღებული მტაცებლის თავის ქალა თითქმის ერთ ტონას იწონის; ამჟამად, ნამარხი შემდგომი შესწავლისთვის დამუშავების პროცესშია.
0
0