10/12/2022
18:45
ეკონომიკა
“ჰესის მოწინააღმდეგეთა უკან მარგინალური ჯგუფები იდგნენ” - არის თუ არა საქართველო დამოკიდებული რუსულ ენერგეტიკაზე? - ამ თემებზე სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ “Spnews • სააგენტო სივრცეების” გადაცემაში “სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან” ისაუბრა.
სემეკის თავმჯდომარემ ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ შარშანდელ, რამდენიმეთვიან პროტესტს გამოეხმუარა და განაცხადა, რომ ჰესის მოწინააღმდეგეთა უკან “მარგინალური ჯგუფები” იდგნენ.
“აქ იყვნენ, ჩემი აზრით, გარკვეული მარგინალური ჯგუფები, რომლებიც იყვნენ ალბათ მართულები იმათგან, ვისაც ენერგია შემოაქვს ქვეყანაში, უფრო სწორად, ვის ენერგიასაც ჩვენ ვყიდულობთ.”
კითხვაზე, თუ ვისგან იყვნენ ეს ჯგუფები მართულნი, ნარმანია პასუხოს, რომ ეს იყო “ალბათ რუსეთი”.
“ალბათ რუსეთი, რომელსაც, რატო აწყობს შენს ქვეყანაში ენერგიის ყიდვა? მის ენერგიას ყიდის და სიმწრით ნაგროვები ლარები, უნდა გადახურდავდეს დოლარებში და უნდა მიიღოს ეს დოლარი და რატომაც არა? ამიტომაც არის, რომ ადგილზევე უნდა განვავითაროთ ენერგეტიკა ისე, რომ სხვებზე და მათ შორის, ოკუპანტზე დამოკიდებულნი არ ვიყოთ,” - განაცხადა დავით ნარმანიამ.
კითხვაზე, არის თუ არა საქართველო დამოკიდებული რუსეთის ენერგეტიკაზე, სემეკის თავმჯდომარე ამბობს, რომ - “არა”.
“ ბუნებრივი გაზის ნაწილში გიპასუხეთ, რომ დამოკიდებული არ ვართ. რაც შეეხება ელექტროენერგეტიკას, - კი შემოგვაქვს, ხანდახან რუსეთიდან, გააჩნია ფასს: თუ იაფია, შემოგვაქვს… მაგრამ რომც ჩაიკეტოს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვყავს სხვა მომწოდებლებიც, ესენი არის აზერბაიჯანი, თურქეთი. ამდენად, ელექტროენერგეტიკის ნაწილშიც რუსეთზე დამოკიდებულები არ ვართ.” - განაცხადა დავით ნარმანიამ “სივრცეში ეკა ვფხვაძესთან”.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024