15/07/2024
08:58
სპორტი
კოპა ამერიკა 2024-ის ფინალში არგენტინის ნაკრებმა კოლუმბია დამატებით დროში 1:0 ლაუტარო მარტინესისგოლით დაამარცხა და სამხრეთ ამერიკის მთავარი სანაკრებო ტიტული ისტორიაში მეთექვსმეტედ მოიგო.
მატჩი მაიამიში ჩატარდა. შეხვედრის დაწყების წინ რამდენიმე ინციდენტი იყო, გულშემატკივრები სტადიონზე დროულად შესვლას ვერ ახერხებდნენ, რის გამოც თამაში დაგვიანებით დაიწყო.
ორივე გუნდი მატჩის მიმდინარეობისას ბევრს ცდილობდა, თუმცა სახიფათო მომენტები ნაკლებად იქმნებოდა. 66-ე წუთზე არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ მოედანი ტრავმის გამო დატოვა და მოედანზე ნიკო გონსალესი შევიდა.
საბოლოოდ, ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. დამატებითი დროის პირველ ტაიმში შეხვედრაში „ინტერის“ თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი ჩაერთო, რომელმაც 112-ე წუთზე ჯოვანი ლო ჩელსოს გადაცემით ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს გახლდათ მისი მეხუთე გოლი ამ კოპა ამერიკაზე, რითაც მარტინესი ტურნირის ბომბარდირი გახდა.
ლიონელ სკალონის გაწვრთნილმა არგენტინამ ტიტულის დაცვა მოახერხა, „ალბისელესტემ“ კოპა ამერიკა 2019 წელსაც, ბრაზილიაში მოიგო, საერთო ჯამში კი მეთექვსმეტე ტიტული ამ ქვეყნისთვის სარეკორდოა, არგენტინელებმა ურუგვაის გაასწრეს, რომელთაც ეს ჯილდო ისტორიაში თხუთმეტჯერ აქვთ მოპოვებული.
პირველი არხი
0
0