28/10/2024
21:51
მსოფლიო
თუ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის ომის სწრაფად დასრულებას „გაყინვით“ აპირებს, - წერს Financial Times.
გამოცემის ცნობით, ტრამპის გუნდის გეგმების მიხედვით, კონფლიქტი შეიძლება, გადაწყდეს ავტონომიური ზონებისა და დემილიტარიზებული ზონების შექმნით საზღვრის ორივე მხარეს, მაგრამ უკრაინის ნატოში გაწევრიანების გარეშე. ტრამპმა და მისმა თანაგუნდელმა ჯეი დი ვენსმა არაერთხელ ისაუბრეს უკრაინაში ომის დასრულების სურვილზე.
ტრამპის ერთ-ერთი მრჩევლის თქმით, გეგმა შეიძლება, იყოს 2014 და 2015 წლების მინსკის წარუმატებელი შეთანხმებების ხელახალი წარმოდგენა. ამჯერად, მრჩევლის მტკიცებით, იქნება აღსრულების მექანიზმები, რომ შედეგები მოჰყვება შეთანხმების დარღვევას.
ტრამპის მოკავშირეები ამტკიცებენ, რომ უკრაინა წააგებს ომს. მათ მიაჩნიათ, რომ ბაიდენი უნდა ესაუბროს პუტინს, როგორც პრეზიდენტები ესაუბრნენ საბჭოთა ლიდერებს ცივი ომის დროს და რომ ნატოში გაწევრიანება არ არის უკრაინის არჩევანი მოკლევადიან პერსპექტივაში. წევრობა შეიძლება დღის წესრიგიდან რამდენიმე წლით ამოღებულ იქნეს, რათა რუსეთს მოლაპარაკება აიძულოს.
რაც შეეხება იმას, როგორ უნდა აიძულონ პუტინი მოლაპარაკებაზე, პენტაგონის თანაშემწე ტრამპის პირველ ვადაში, ელბრიჯ კოლბი ვარაუდობს, რომ ტრამპი შეიძლება, დაემუქროს რუსეთის ეკონომიკას ნავთობისა და გაზის ფასების შემცირებით.
0
0