29/12/2024
15:41
პოლიტიკა
“ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სალომე ზურაბიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
"დღეს ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ კაშკაშა მაგალითს, რამხელა ზიანი მოაქვს ცვლილებების პროცესისთვის ოლიგარქიულ ოპოტელემედიას.
პოლიტიკურად აქტიური საზოგადოების რაღაც ნაწილი იმედგაცრუებულია სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, "მაშინ რატომ დაგვპირდაო".
მეგობრებო,
არსად, არცერთ გამოსვლაში, სალომე ზურაბიშვილს არ უთქვამს, რომ შენობაში რჩება.
(ცალკე საკითხია, რომ თავიდანვე მკაფიო არ გახადა რომ შენობაში დარჩენა გამორიცხულია - მე ვისურვებდი რომ ამ
სისულელეზე ფიქრში დრო არავის დაეხარჯა, ძირშივე მოკვეთილიყო)
არცერთ გამოსვლაში არ უხსენებია რომ სასახლეში აპირებს დარჩენას.
ის ამბობდა რომ პრეზიდენტად რჩება.
ამ ყალბ მოლოდინს ქმნიდა ოპოზიციური ტელემედია.
ქმნიდა იმიტომ, რომ ამ სიგიჟეში პოლიტიკური ბანკროტები უხდიან.
პოლიტიკური იმპოტენტები, რომლებსაც თავად არ შეუძლიათ მიმზიდველი პოლიტიკური დრამატურგიის შექმნა და სპეცრაზმი რომ პრეზიდენტს გალახავდა - ამაზე უნდოდათ პოლიტიკური კაპიტალიზაცია.
ეს იყო "მანქანების კოლონასავით" სამარცხვინო სიყალბე.
ამიტომ ვანგრევ ამ სიმახინჯებს - ზემოდან ქვემოთ რომ გვკარნახობენ პატრონების სასურველ რეალობას." - წერს ჩერგოლეიშვილი.
0
0