არც მოშე და არც სხვა უცხოელი კონსულტანტი არ ჩამოგვიყვანია, წელს მათი მომსახურებით არ გვისარგებლია - მამუკა მდინარაძე
30/09/2021
14:41
პოლიტიკა
A-
+A
ე.წ. მოშეს გეგმა იყო საოცრება! არც მოშე და არც სხვა უცხოელი კონსულტანტი ჩვენ არ ჩამოგვიყვანია. 2018 წლისგან განსხვავებით მათი მომსახურებით ამ არჩევნებზე წელს არ გვისარგებლია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში, ბრიფინგზე განაცხადა კითხვის პასუხად, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია იყო თუ არა დაგეგმილი პიარ-კონსულტანტ მოშე კლუგჰაფტის მიერ.
მამუკა მდინარაძემ გავრცელებულ ინფორმაციას ნიკა გვარამიას მიერ შექმნილი „ფეიკი“ უწოდა. მან მაგალითად „მთავარ არხზე“ აღნიშნულთან დაკავშირებით გასული მასალა მოიშველია.
„ამ „ფეიკს“ ჰქონდა ერთადერთი მიზანი, მათივე ენაზე ვიტყვი - როგორმე „გაეპრავებინათ“ გიორგი გახარია. თურმე, როგორ დააბრალა გიორგი გახარიას რაღაც. წარსულ დროში მომხდარი რაღაც კი მტკიცებულებად მოჰყავდათ“, - განაცხადა მდინარაძემ.
0
0
212448
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%