11/01/2025
00:57
სოც-ქსელები
„არავის გაუბედავს, თქვენიანების გარდა „ვივამედზე“ ზეწოლა და დიაგნოზების კარნახი“, – წერს სოციალურ ქსელში კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე, რითიც „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერს, ალეკო ელისაშვილს პასუხობს.
„წარმომიდგენია, სხვა უფრო მძიმე დაზიანებების დროს დიაგნოზებში რას ჯღაბნიან. “
„არავის გაუბედავს, თქვენიანების გარდა „ვივამედზე“ ზეწოლა და დიაგნოზების კარნახი, არანაირი მწვავე ტრავმა არ აღინიშნებოდა, ვიმეორებ, მწვავე, ტკივილგამაყუჩებელიც კი არ გააკეთებინა მორიგე ექიმს. არაპროფესიონალიც დაინახავს“, – წერს ნინო ნადირაძე.
ცნობისთვის, გასული წლის 3 დეკემბერს, „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა განაცხადა, რომ მას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბაბაევის თქმით, შემთხვევა 2 დეკემბერს, საღამო საათებში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან მოხდა. მისი განმარტებით, მომხდარის შედეგად მას კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სამართალდამცავებმა გასული წლის 4 დეკემბერს დააკავეს. თავდაპირველად, ის დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, შემდგომ კი, მისი გადაყვანა კლინიკა „ვივამედში“ გახდა საჭირო. ელისაშვილმა საავადმყოფო ამბულატორიული მომსახურების გაწევის შემდგომ დატოვა.
0
0