არასდროს არც კი გამიგია ასეთი ბოროტების არსებობა - სააკაშვილი შეზღუდვის დაწესებაზე
14/02/2022
14:02
პოლიტიკა
A-
+A
მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება მისთვის მორიგი შეზღუდვის დაწესებას და ციხიდან მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს:
„ხომ დავწერე, რომ პარასკევს დილით, უკრაინის პროკურატურის მიერ ჩემს დაზარალებულად ცნობის შემდეგ, ივანიშვილი კიდევ დაამძიმებდა ჩემს მდგომარეობას და აჰა, კვირას შემოვიდა შეწუხებული რეჟიმის მუშაკი და გამომიცხადა, რომ ოჯახის წევრებთან პაემნები, რომლებიც შუშის მიღმა, ტელეფონით 1-საათიანი ურთიერთობით იყო განსაზღვრული, კვირაში ერთხელ აღარ და თვეში ერთხელ იქნება.
რა პატარა არარაობებთან გვაქვს საქმე. მე ასეთები არამხოლოდ არ შემხვედრია, არასდროს არც კი გამიგია ასეთი ბოროტების არსებობა. დარწმუნებული ვარ, ესეც დაემატება უკრაინის პროკურატურის ან უახლოეს ხანში გათავისუფლებულ საქართველოში აღძრულ საქმეებს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
0
0
563
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%