10/12/2021
13:34
საზოგადოება
„მსჯავრდებული სააკაშვილის საქართველოში შემოპარვისა და დესტაბილიზაციური ტალღის აგორებისთვის აქტიური მზადება აპრილიდან დაიწყო. არაჟნების კონტეინერით ორი ქვეყნის საზღვრების დარღვევაში ექსპრეზიდენტს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია შსს-ს ყოფილმა ვიცე-მინისტრმა გიორგი ლორთქიფანიძემ, რომლის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა (სსკ 25,344-ე მუხლის პირველი ნაწილი). რასაკვირველია, კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს, მათ შორის გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც ამჟამად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მრჩეველია. კრიმინალები უკრაინის ხელისუფლებას ნამდვილად არ სჭირდება, განსაკუთრებით საკუთარ სპეცსამსახურებში. ლორთქიფანიძემ პასუხი უნდა აგოს ორი მეგობარი ქვეყნის - საქართველოსა და უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსების დარღვევაში!“ - წერს გია აბაშიძე.
0
0