23/09/2023
20:50
კულტურა
"ან ცეკვავ ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან…“ - ამ სიტყვებს ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი, ნინო სუხიშვილი მოცეკვავეებს ეუბნება.
ვიდეოს სოციალურ ქსელში ანსამბლის ოფიციალური გვერდი ავრცელებს...
აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. უამრავმა ადამიანმა გააზიარა, რომლებიც წერენ, რომ ანსამბლის ხელმძღვანელი მოცეკვავეებს უყვირის და შეურაცხყოფას აყენებს...
ნინო სუხიშვილი:
- ჩვენთან არამარტო გარეგნობას აქვს მნიშვნელობა, სიგამხდრეს, სიმაღლეს, გასაგებია, შეიძლება დაბალი ბიჭი იყოს „ტრიუკაჩი“ და ეს მოსულა და რა თქმა უნდა, აქაც მნიშვნელობა აქვს ტექნიკურობას და ცეკვის ცოდნას. ასევე ჩაცმა უნდა იცოდეს. ან ცეკვავ ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან… საშუალო მოცეკვავე აქ არ მინდა... 4 წუთი არის მაქსიმუმი, ძალიან ბევრი რომ გამოიცვალო, საკმარისი დროა. ორწუთნახევარში იცვლის ხალხი, ილოურში და სამაიაში, როცა საჭიროა.
გაეცანით კომენტარებს, რომლებითაც მომხმარებლები სოციალურ ქსელში ვიდეოს ეხმაურებიან:
"ზრდასრულ ადამიანებს თავზე ჩხავილის და შეურაცხყოფის გარეშე ვერ აგებინებს საქმეს? და ამ ყველაფრის ტაშის მკვრელებს მერე გიკვირთ, სამსახურებში ცუდად რატომ გექცევათ უფროსი?“
"უზნეობაა ერთი მხრივ, წუწუნებდე შრომის ბაზარზე არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე და დამსაქმებლების თავხედობაზე, მეორე მხრივ, ამ ვიდეოს ქვეშ ხატავდე გულებს და მოგწონდეს, როგორ შეურაცხყოფენ ზრდასრულ ადამიანებს.“
"და ცეკვის მასწავლებელი დღემდე ურტყამენ სახაზავს ბავშვებს ფეხებზე?“
"მსუქნები და მოუქნელები ვცეკვავთ რესტორანში, მეგობრის დაბადების დღეებზე. სუხიშვილები სუხიშვილებია და კი, ოდითგანვე აქცევდნენ ეგენი ყურადღებას წონას და გარეგნობას ცეკვის ტექნიკასთან ერთად...“
"სანამ ასეთებს ტაშს ვუკრავთ და "ვგულავთ" სცენაზე განარნარებული თვალის სიამოვნებისთვის და იქ მდგომი ადამიანების სტრესზე არ ვფიქრობთ, დამცირება და სრული "ბულინგი" რომ ზიანს აყენებს ადამიანებს, მანამ "საბჭოთა" მენტალობის ხელმძღვანელები სულ წახალისებული იქნებიან და ამ მიდგომით ივლიან. კარგ საქმეს აკეთებს, არასწორი მიდგომით. არანაირი შედეგი არ ამართლებს ამ ტონს!“ - წერენ კრიტიკულ მოსაზრებებს მოქალაქეები.
ნახეთ ვიდეო, რომელსაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა:
0
0