30/06/2022
10:44
მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერების ხუმრობას იმ ფოტოებთან დაკავშირებით, სადაც პუტინი წელს ზემოთ შიშველია აღბეჭდილი.
პუტინის თქმით, G7-ის ლიდერებს რომ ტანსაცმელი გაეხადათ, "ამაზრზენი სანახაობა იქნებოდა. აღნიშნულ თემაზე რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან კასპიის სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას ისაუბრა.
"არ ვიცი, როგორ უნდოდათ გაშიშვლება - წელამდე თუ წელს ქვემოთ. ვფიქრობ, ეს მაინც ამაზრზენი სანახაობა იქნებოდა", - თქვა პუტინმა. ასევე დასძინა, რომ ის კარგად იცნობს "დიდი შვიდეულის" ლიდერებს და მისი აზრით, ასეთი ფოტოები რომ გადაიღონ, არ უნდა სვამდნენ და სპორტითაც უნდა დაკავდნენ.
"ადამიანში ყველაფერი ჰარმონიულად უნდა განვითარდეს, სულიც და სხეულიც, მაგრამ იმისთვის, რომ ყველაფერი ასე ჰარმონიულად იყოს, არ უნდა სვამდეთ და არ უნდა გქონდეთ მავნე ჩვევები, უნდა დაკავდეთ ფიზიკური აქტივობითა და სპორტით.
ყველა კოლეგას, რომელიც თქვენ დაასახელეთ, პირადად ვიცნობ. გასაგებია, რომ ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობის საუკეთესო პერიოდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ყველანი ადამიანები არიან, ლიდერები არიან. თუ მოინდომებენ, აუცილებლად მიაღწევენ სასურველს, მაგრამ მათ უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე. რასაც ამ თემის შესახებ ამბობენ, უკვე კარგია, ამის გამო შევაქებ მათ", - თქვა პუტინმა.
0
0