17/10/2022
17:57
სამართალი
რ ვეთანხმებით დოკუმენტის შინაარსს, თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილი ტანჯვას განიცდიდა ნელი დოროყაშვილის მხრიდან რაიმე ქმედების შედეგად, - ამის შესახებ ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა თავხელიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნელი დოროყაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.
აღნიშნული განცხადებით, თავხელიძე გამოეხმაურა ნიკოლოზ ბასილაშვილის ფსიქოლოგების მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელშიც ასახულია, თითქოს საქართველოს პირველი ჩოგანი მისი ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობასა და ტანჯვას განიცდიდა.
დოროყაშვილის ადვოკატის, ანა თავხელიძის შეფასებით, შესაძლოა, ბასილაშვილი ტანჯვას “სხვა პირების მხრიდან განიცდიდა, მაგრამ ნელი დოროყაშვილის მხრიდან არა”.
“აღნიშნული დოკუმენტი აქამდე სასამართლოში წარდგენილი არ იყო, არც ჩვენ ვიცნობთ მის შინაარსს და არც ბრალდების მხარე დღევანდელ დღემდე არ იცნობდა მას. რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით მის შინაარსს, ცალსახად და კატეგორიულად გამოვრიცხავთ ამას. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებაში არ ჩაუტარდა ექსპერტიზა, განსხვავებით დაზარალებულისგან. კონკრეტულად რა სტანდარტი არის დაცული, აკმაყოფილებს თუ არა ექსპერტიზისთვის საჭირო საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს, ამის გამოკვლევა მოხდება დღევანდელ სასამართლო პროცესზე”, - განაცხადა თავხელიძემ პროცესის დაწყებამდე.
0
0