29/10/2024
16:40
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მას არ სმენია, რომ დონალდ ტრამპი უკრაინისთვის დახმარების შემცირებაზე საუბრობდეს. ამის შესახებ ზელენკსიმ რეიკიავიკში, უკრაინა-ჩრდილოეთ ევროპის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში არსებობს თუ არა რისკი აშშ-ს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის დაკარგვის შესახებ, ზელენსკიმ ასე უპასუხა: "ტრამპი ბევრს საუბრობს, თუმცა, მე არ მსმენია, რომ მას უკრაინისთვის მხარდაჭერის შემცირებაზე ესაუბროს".
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის ყველა რისკს აცნობიერებს, რომელთაგანაც მთავარი აშშ-ს პოლიტიკის ცვლილება იქნება, თუმცა, ამავდროულად იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის ვინაობის მიუხედავად, უკრაინა კონგრესის ორპარტიულ მხარდაჭერას შეინარჩუნებს.
"უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა, ვფიქრობ, პუტინის დიდი გამარჯვება და დასავლეთის, დემოკრატიისა და თავისუფლების დამარცხება იქნება". - თქვა ზელენსკიმ და გამოთქვა ვარაუდი, რომ ტრამპს პუტინთან დამარცხება არ სურს.
0
0