18/12/2022
16:44
სპორტი
გუშინდელი მატჩი ბრინჯაოს მედლებისთვის შეიძლება გამხდარიყო ახალგაზრდა ხორვატი მცველის იოშკო გვარდიოლის ბენეფისი.
ჯერ ერთი, მან მატჩის დასაწყისშივე ულამაზესი გოლი გაიტანა, რომელიც 2 წუთშივე გაქვითეს მაროკოელებმა, და მეორეც, მეორე ტაიმში მსაჯმა მაროკოელ მცველებს აპატია გვარდიოლის წინააღმდეგ უხეში თამაში საჯარიმო მოედანში და არ დანიშნა აშკარა თერთმეტმეტრიანი.
მიუხედავად ამისა, მაროკოელები ძალიან უკაყოფილოები დარჩნენ მსაჯობით, ხშირად ეკამათებოდნენ მას და თამაშის მერე დაჯილდოების ცერემონიალზე ჰაკიმიმ საერთოდ უშვერი სიტყვებით ლანძღა თვით ფიფას პრეზიდენტი.
დაავიწყდა როგორ დაასრულა თავად მარადონამ საფეხბურთო კარიერა, როცა 1994 წელს შუა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოკვეთეს ის ფეხბურთიდან.
ამას წინ უძღოდა მისი გამონათქვამები ფიფას ბრაზილიელი პრეზიდენტის ჟოაო აველანჟის მისამართით, რაც რამდენიმე წელი გრძელდებოდა და სავარაუდოდ, ზოგი არც უსაფუძვლო იყო.
გვარდიოლის მე-7 წუთზე გატანილ გოლს მინდა დავუბრუნდე: ჯერ-ერთი იმიტომ რომ ის მაინც შევიდა ისტორიაში, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ხორვატი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლი გაიტანა, და მეორე და მთავარი - გოლი იყო ულამაზესი, თან მცველის შესრულებით, თუ ფეხბურთი შენში არ არის თხემით-ტერფამდე გამჯდარი, უბრალოდ არ მოგივა თავში ისეთი ნახტომის გაკეთება ბურთის თავით კარში გასაგზავნად.
ამას თუ მეორე ეპიზოდსაც დავუმატებთ მეტოქის საჯარიმოში, რომელიც მსაჯის არდანიშნული პენალტით დასრულდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვარდიოლიმ კვლავ დაიბრუნა ამომავალი ვარსკვლავის სტატუსი, და ფასი საფეხბურთო ბაზარზე, თორემ ნახევარფინალის შემდეგ ხორვატთა გუნდის მესვეურები მატჩის წინ მოხდარ ამბებს ჰყვებოდნენ, აქაოდა გვარდიოლი გამაყუჩებელი ნემსების ფონზე თამაშობდა და იმიტომ ვერ დაიჭირა მესიო, რომელიც კიდევ ბევრმა, აბსოლუტურმა უმეტესობამ, ვერ დაიჭირა რაც მისი თამაში მინახავს.
ხორვატებმა, უნდა ითქვას, მეორე გოლი უფრო ლამაზი გაიტანეს, მისლავ ორშიჩი მარცხენა ფლანგიდან გაიჭრა მეტოქის კარისკენ და მარჯვენა ფეხით ბურთი ცხრიანში ჩაახვია.
რაც შეეხება თამაშს, ორივე გუნდში იყო ცვლილებები წინა მატჩთან შედარებით, ხორვატებმა ფაქტობრივად ტაქტიკაც შეცვალეს, მათი განლაგება 78 წლის არგენტინის ნაკრებს მოგაგონებდათ 4-2-4. და ამ ოთხი მცველიდან ერთ-ერთი ნახევარმცველი პერიშიჩი იყო.
საინტერესო ის იყო, რომ სტრატეგია არ აირჩიეს ისეთი, რომლითაც ფრანგებმა მოუგეს მაროკოელებს, როცა ბურთის ფლობაზე უარი განაცხადეს, პირიქით ხორვატები საკმაოდ აქტიურობდნენ. და ბურთის ფლობაც 50-50-ზე აღმოჩნდა.
მაროკოელებს დაცვა ჰქონდათ გადასხავაფერებული, სამწუხაროდ ამის მიზეზი ხშირი ტრავმები იყო. მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა, მატჩის ბოლოს შტურმიც ვიხილეთ ხორვატების კართან.
საბოლოო ჯამში ხორვატებმა, მართალია, წინა ჩემპიონატთან შედარებით 1 ნაბიჯით უკან დაიხიეს და ვერცხლის ნაცვლად ბრინჯაოს მედლები მიიღეს, მაინც დიდ წარმატებას მიაღწიეს.
ეს პატარა (ზომითაც, ასაკითაც) ქვეყანა მეექვსედ მონაწილეობს მსოფლიოს ჩეპიონატში, სამჯერ ჩარჩა ჯგუფში, ამდენჯერვე გავიდა, და რამდენიც გავიდა, იმდენი მედალი მოიპოვა.
მაროკოელები კი, მიუხედავად ზედიზედ 2 მარცხისა, მაინც ამ ჩემპიონატის ერთ-ერთ აღმოჩენად ჩაითვლება. ერთ-ერთი, რითიც გაგვახსენდება ეს ჩემპიონატი, იქნება მათი ნახევარფინალში გასვლა და არაჩვეულებრივი თამაში დაცვაში, თავდაცვა და არა დაცვითი სტილით თამაში.
შეიძლება ერთმა ფაქტმა ძალიან დაჩრდილოს - თუ კი რაიმე წოდებას პირველად მოიპოვებს ლიონელ ანდრეს მესი კუჩიტინი.
ჰოკეის გულშემატკივარი, გიორგი გოგოლაძე
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024