ანტარქტიდის სამხრეთ პოლუსზე ისტორიაში ყველაზე ცივი ზამთარი დაფიქსირდა
06/10/2021
16:25
მსოფლიო
A-
+A
მეცნიერების თქმით, სამხრეთ პოლუსის ამუნდსენ-სკოტის მეტეოროლოგიურმა სადგურმა 2021 წლის აპრილიდან სექტემბრამდე, 1957 წლის შემდეგ, რეკორდულად დაბალი ტემპერატურა -61,1°C - დააფიქსირა, თუმცა მოსალოდნელია ტემპერატურის კიდევ უფრო კლება.
აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) მკვლევარის, ემი ბათლერის თქმით, საშუალო ტემპერატურა სადგურზე 2.5 გრადუსით უფრო დაბალი იყო, ვიდრე საშუალო მაჩვენებელი ბოლო 30 წლის განმავლობაში.
ანტარქტიდაზე ყველაზე ცივი ტემპერატურა -89.2°C, 1983 წლის 21 ივლისს, რუსულ სადგურ "ვოსტოკზე" დაფიქსირდა.
კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო პანელის მიხედვით, "დედამიწის კლიმატური სისტემის დათბობის მეცნიერული მტკიცებულება ცალსახაა". მეცნიერების განმარტებით, არსებული მონაცემები გლობალური დათბობით ტემპერატურის ზრდას არ გამორიცხავს. აბსოლუტური მეცნიერული კონსენსუსის შესაბამისად, ინდუსტრიული რევოლუციის დაწყებიდან დღემდე, სათბური აირების გამოყოფამ პლანეტის დათბობა განაპირობა.
0
0
118642
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%