09/12/2021
20:01
საზოგადოება
„უსაფუძვლო აჟიოტაჟი, რომელიც კონკრეტულმა პოლიტიკოსმა მგიმო-ში ნასწავლი რუსული მეთოდით ატეხა, რომ თურმე, „ქართული ოცნება“ სკოლის მოსწავლეებს ბელადის კულტს ასწავლის, არის ამორალური, ყოვლად უსაფუძვლო და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ფაქტები არის შემდეგი:
თანამედროვე ისტორიის სახელმძღვანელო შეიცავს ყოფილ სახელისუფლებო პირთა მხოლოდ ბიოგრაფიულ მონაცემებს;
ბიძინა ივანიშვილი 25 წელზე მეტია - 1995 წლიდან (ფონდი „ქართუს“ დაარსებიდან) და არა მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ - ეწევა ქველმოქმედებას და უანგაროდ დებს ინვესტიციებს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის.
ხომ ყველამ კარგად იცით (მათ შორის, ნაციონალებმაც), რომ ბიძინა ივანიშვილი მრავალი წელია გვერდით უდგას ქართულ სპორტს, ეკონომიკას, განათლებას, სოფლის მეურნეობას, ტურიზმს, ქართულ კულტურასა და ხელოვნებას; ზრუნავს ეკლესიების მშენებლობასა და აღდგენაზე, კულტურულ ძეგლებსა და მემკვიდრეობაზე, რითაც ჩვენ ყველანი ასე ვამაყობთ და მომავალი თაობაც იამაყებს.
ამიტომ, ის ხალხი, ვინც ბელადისთვის მიძღვნილ სიმღერას, „მიშა მაგარიას” მღეროდით და ფანატიზმით შეპყრობილები, დღემდე მღერით, ვერც მორალის წამკითხველად გამოდგებით და ვერც გამოგონილ ბელადომანიასთან მებრძოლებად.
თქვენს ბინძურ კამპანიას არავინ აჰყვება!
რაც შეეხება სკოლაში ბელადის კულტის შემოტანას, იხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილოკორეული მოდელის ანალოგი „დემოკრატიული“ საქართველოს უახლესი ისტორიიდან“, - წერს ანრი ოხანაშვილი.
ზოგიერთი ოპოზიციური პარტია მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი განმარტებით, სახელმძღვანელო, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი აქვს მინიჭებული, პროპაგანდისტულია.
0
0