25/06/2023
11:04
კულტურა
ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში ნუცა ბუზალაძესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
როგორც ნინი წერს, ნუცას რუსეთში დანახვა არც მას ესიამოვნა, თუმცა მისივე სიტყვებით, “ამხელა ზიზღი ნამდვილად არაფერში წერია”.
ნინი შერმადინი იხსენებს, რომ რუსეთი მაშინაც ოკუპანტი იყო, როცა ნუცამ რუსულ პროექტში ჟიურის 100 წევრი ფეხზე დააყენა, თუმცა ქართველები სიამაყით აზიარებდნენ ნუცას შესანიშნავ გამოსვლებს.
„დედაჩემმა რაც სცენაზე დავდექი ერთი ანდაზის ზემოქმედების ქვეშ გამზარდა, როცა რამე კონკურსზე გავიდოდი, ან გრან-პრის ავიღებდი, ან ვინმე შემაქებდა, ან რამე წარმატებას მივაღწევდი, იმ წამსვე მომაწევდა ბეჭებში. რაც უფრო მაღლა ავდიოდი, მთელი ძალით მექაჩებოდა ძირს. თუმცა მეც ძალიან ბევრი შეცდომა მომსვლია და მისწავლია ჩემს შეცდომაზე, სხვათა შორის უმეცრებით და წინდაუხედაობით მომდიოდა. შეცდომა უნდა დავუშვათ, უნდა გაგვლანძღოთ, რომ ადამიანებად ჩამოვყალიბდეთ, სინანული და დაფიქრება ვისწავლოთ რაც უფრო მეტი ადამიანი გვიცნობს, უფრო მეტი ტალახი გვხვდება. უფრო მეტად არ გვპატიობენ შეცდომას.
ჩინური ანდაზაა, იცოდეთ თქვენც მაინც, მინდა გაგიზიაროთ. რაც უფრო მაღლა ადის მაიმუნი ბამბუკის ხეზე, მით უფრო კარგად ჩანს მისი წითელი უკანალი იმედია თქვენც მოგეწონათ რა ბედნიერებაა შენ რომ გამზარდე
ხო კიდევ ერთი არაბული იგავიც იცოდა, მაგას მერე მოგიყვებით
რაც შეეხება, ჩემს მეგობარ ნუცას, მაშინ როდესაც 100 ჟიურის წევრი ფეხზე დააყენა, რუსეთი მაშინაც ოკუპანტი იყო, მაშინაც ნაწამები ჰყავდა ქართველი ბიჭები, მაშინაც მტერი იყო, მაგრამ რატომღაც სიამაყით ვაზიარებდით მის გამოსვლას, ჩემი ლევანო კბილაშვილი, ღმერთმა აცხონოს მისი სული! თავისი ქართული სიმღერით რომ ატირებდა რუსებს და ათაყვანებდა საქართველოს, ისიც ვატრიალოთ საფლავში? მოღალატე იყო? თუ გაუმარჯოს საქართველოს აძახებინებდა რუსებს. არც მე მესიამოვნა დღეს მისი დანახვა რუსეთში გულწრფელად, არც ერთი ქართველ არ მინდა რუსეთში იყოს, მაგრამ ამხელა ზიზღი ნამდვილად არაფერში წერია.
დღეს დავწერე პოსტი და წავშალე, მარტო იმიტომ, რომ ჩემზე არ გადმომეტანა ყურადღება და თავი არ გამეპიარბინა ნუცას ხარჯზე. მართლა რეალურად მოღალატე ადამიანებზე ვიდარდოთ. რაც შეეხება ამ ამბავს რაც ნუცას დღეს შეემთხვა, დარწმუნებული ვარ კარგი გაკვეთილია მისთვის და კიდევ უფრო მეტად შეეცდება საქართველოს ღირსეულად წარმოჩენას მომავალშიც.
მეტი პოზიტივი,სიყვარული და მიტევება ჯობია, ამ ისედაც ძალიან მოკლე წუთისოფელში. მიყვარხართ,“ – წერს ნინი შერმადინი.
მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ გულშემატკივრებს იმის გამო მოუბოდიშა, რომ რამდენიმე დღის წინ, მოსკოვში, მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა და იქ მყოფ ქართველ მომღერლებთან ერთად შეასრულა სიმღერა „სამშობლო“.
შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. მასში ჩანს, რომ ნუცა ბუზალაძემ „სამშობლო“ სოსო პავლიაშვილთან, დათო ხუჯაძესთან, ხვიჩა მაღლაკელიძესთან და მიშო სულუხიასთან ერთად შეასრულა. ასევე, გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ მოსკოვში იმღერა მეგი გოგიტიძემაც. ამ ვიდეოს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, რის გამოც ბუზალაძემ ბოდიში მოიხადა.
მოგვიანებით კი გაირკვა, ვის დაბადების დღეზე იმყოფებოდა ნუცა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024