10/11/2024
22:43
მსოფლიო
პოლიციამ ამსტერდამში 100-ზე მეტი პროპალესტინელი დემონსტრანტი დააკავა, რომლებმაც დაარღვიეს დემონსტრაციების ჩატარების შესახებ აკრძალვა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
აკრძალვა მას შემდეგ დაწესდა, რაც რამდენიმე დღის წინ ამსტერდამში ისრაელელ ფეხბურთის გულშემატკივრებს თავს დაესხნენ.
ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა დამის მოედანზე. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „თავისუფლება პალესტინას“ და „ამსტერდამი ამბობს – არა გენოციდს“.
პოლიციის პრესსპიკერის, რამონა ვან დენ ოხტენდის განცხადებით, დაკავებულები ავტობუსებით გადაიყვანეს ქალაქის გარეუბნებში, თუმცა დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა არ დაუდასტურებია.
რამდენიმე დღის წინ მომხდარ ძალადობრივ ქმედებებში ეჭვმიტანილი ოთხი პირი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაკავებულია. კიდევ 40 ადამიანს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ჯარიმა დაეკისრა, ხოლო ათს – ვანდალიზმისა და სხვა სამართალდარღვევებისთვის.
0
0