03/01/2022
13:37
პოლიტიკა
ადვოკატების ინფორმაციით, დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფს სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა არ ეძლევა მაშინ, როდესაც ამის მწვავე საჭიროება დგას. ამავდროულად, მათი თქმით, ადვოკატებისა და სააკაშვილის შეხვედრისას კონფიდენციალობა არ არის დაცული.
"თუ 6 იანვრამდე ეს პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს პოლიტიკური პატიმრის უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს. შემიძლია გითხრათ, რომ უკიდურესი ფორმა იქნება გამოყენებული, თუმცა რა ფორმა ამ ეტაპზე ვერ დავაზუსტებ“, - აღნიშნა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.
„ამ დრომდე დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფს არ მიეცა შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილის მონახულების მაშინ, როდესაც ამის მწვავე საჭიროება დგას. ამავდროულად, ჩვენი და მისი შეხვედრა ხორციელდება სრულიად იზოლირებულად ისე, რომ კონფიდენციალობა არ არის დაცული, ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, რაც წარმოადგენს დაცვის უფლებების დარღვევას. ამასთან დაკავშირებით როგორც ადვოკატებს, ასევე მიხეილ სააკაშვილს გვაქვს პროტესტი. უნდა მოგვეცეს სააკაშვილთან კომუნიკაციის შესაძლებლობა ისევე, როგორც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანამდე იყო შესაძლებელი“, - აღნიშნა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024