13/05/2023
23:00
მედიცინა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" ამჟამინდელი საქმიანობაის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ამ დროისთვის ძირითადად სტუდენტებთან მუშაობს, თუმცა ამას გარდა, უზბეკეთის სახელმწიფოს ჰეპატიტის მართვის პროცესშიც ეხმარება.
"ამჟამად ვარ რამდენიმე უნივერსიტეტში, ვკითხულობ ლექციებს, დავიწყე გლობალური ჯანმრთელობის დიპლომატიის წაკითხვა სტუდენტებისთვის. ჩემს გამოცდილებას და ცოდნას ვუზიარებ ჩვენს ახალგაზრდებს, მყავს სამეცნიერო დოქტორანტები, ასევე ჰეპატიტთან დაკავშირებით ვეხმარები უზბეკებს და უზბეკეთის სახელმწიფოს. ასევე, რა თქმა უნდა, მე არასდროს მიმიტოვებია ჩემი ძირითადი პროფესია, ჩემი მოსწავლეების ჯგუფში სამეცნიერო სწავლებებს ვახორციელებთ და ა.შ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, ამირან გამყრელიძემ მრავალწლიანი საქმიანობის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტი გასული წლის აგვისტოში დატოვა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024