26/04/2024
17:27
ეკონომიკა
ამერიკული ტაქსის ოპერატორი Uber ქართულ ბაზარზე შემოდის. კომპანიის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია ონლაინ სერვისის ქართველი პარტნიორების სია.
მედიის ცნობით, პირველ ეტაპზე კომპანია მომხმარებლებს შესთავაზებს სხვადასხვა სერვისს, მათ შორის პრემიუმ სერვისს სახელწოდებით Uber Black.
აპლიკაცია, სახელწოდებით Uber GE (Uber Georgia), უკვე ხელმისაწვდომია ქართულ App Store-სა და Google Play-ში, მომხმარებლებს შეუძლიათ იქ დარეგისტრირება.
ტაქსის გამოძახება ამ ეტაპზე შეუძლებელია. სავარაუდოდ, მომხმარებლები აპლიკაციის გამოყენებას რამდენიმე კვირაში შეძლებენ.
Uber არის სან-ფრანცისკოში დაფუძნებული კომპანია, რომელიც მუშაობს დაახლოებით 70 ქვეყანაში და 10,500 ქალაქში მთელს მსოფლიოში. 2023 წელს ტაქსის ონლაინ შეკვეთის სერვისის წმინდა მოგებამ 1,9 მილიარდი დოლარი შეადგინა.
0
0