03/02/2022
18:56
მსოფლიო
„გუშინ, ჩემი მითითებით, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში წარმატებით ჩაატარეს კონტრტერორისტული ოპერაცია, რათა დაეცვათ ამერიკელი ხალხი, ჩვენი მოკავშირეები და მსოფლიო უფრო უსაფრთხო გაეხადათ. ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებისა და სიმამაცის დამსახურებით, ლიკვიდირებულია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი - აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაში. ყველა ამერიკელი ოპერაციიდან უსაფრთხოდ დაბრუნდა“, - აღნიშნა ბაიდენმა.
მანამდე პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ კონტრტერორისტული ოპერაცია აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განახორციელა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციებსა და აქტივობებს აკონტროლებს.
აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ყურაში „ისლამურ სახელმწიფოს“ სათავეში მას შემდეგ ჩაუდგა, რაც 2019 წლის ოქტომბერში ამერიკელმა სამხედროებმა დაჯგუფები მაშინდელი ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლეს.
0
0