20/11/2022
03:12
სამართალი
აშშ-ში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ქართველი დაიღუპა, ხოლო ერთი - დაშავდა, ამის შესახებ მეცო-სოპრანო თამარ ივერმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ივერი წერს, ავარიაში ძმები მეცხვარიშვილები მოყვნენ. ერთ-ერთი მათგანი - დემეტრე ადგილზე დაიღუპა, მისი ძმა - მიხეილი კი საავადმყოფოში იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა.
თამარ ივერი გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს, ხოლო მეგობრებს დაშავებულისთვის ლოცვისკენ მოუწოდებს.
„ეს რა ტრაგედია მომხდარა ღმერთო!
ჩემო მეგობრებო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით!!!!
მოხდა საშინელი ამბავი ამერიკაში!!!
ჩემი ერთ-ერთი პირველი თაობის მოსწავლე, მიშიკო (მიხეილი) მეცხვარიშვილი და მისი ძმა დემეტრე მოჰყვნენ საშინელ ავარიაში!!!
სამწუხაროდ დემეტრე ადგილზევე გარდაიცვალა!
ჩემი მიშიკო კი ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში (კომაში) წევს ჰოსპიტალში და ებრძვის სიცოცხლეს!!!
ძალიან გთხოვთ!!!! გემუდარებით!!!! მოიხსენიეთ ლოცვებში ეს უკარგესი, უკეთიშობილესი და უნიჭიერესი 19 წლის ბიჭი, რათა მოხდეს სასწაული და გადაურჩეს სიკვდილს!!!" წერს თამარ ივერი, რომელიც ძმების ფოტოებს აქვეყნებს.
0
0