07/11/2024
11:33
მსოფლიო
4 ნოემბერს გამოქვეყნებული სამთავრობო მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში ამაზონის ტროპიკული ტყეების საფარის შემცირების დონე 12 თვეში [ივლისამდე] 30,6%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ბრაზილიის კოსმოსური კვლევის სააგენტო Inpe-ს მონაცემების მიხედვით, ამაზონის ტყეების ფართობის 6288 კვ.კმ განადგურდა. მეცნიერები თვლიან, რომ ამაზონის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად, კლიმატის დათბობის შედეგად დიდი რაოდენობით გამოყოფილი ნახშირორჟანგის გათვალისწინებით, რომელსაც ხეები შთანთქავს.
როგორც ცნობილია, ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუიზ ინასიო ლულა და სილვამ თანამდებობა თითქმის ორი წლის წინ დაიკავა იმ პირობით, რომ ის ტყეების გაჩეხვის შესაჩერებლად გარემოსდაცვითი კანონების აღსრულებას გაამკაცრებდა.
ამაზონის ტროპიკული ტყეების გაჩეხვის სტატისტიკა თითქმის ნახევრით შემცირდა. ლულამ პირობა დადო, რომ ქვეყანაში გაუტყეურების შესახებ შემუშავებული პროგრამა 2030 წლისთვის უკვე განხორციელებული იქნება. მომავალ წელს, ბრაზილია ასევე უმასპინძლებს ამაზონის ტროპიკული ტყეების რეგიონში გაეროს COP30 კლიმატის ცვლილების ფარგლებში შეხვედრებს.
0
0