19/09/2024
12:23
მსოფლიო
ბრაზილიის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მუდმივი გვალვის შედეგად, ამაზონის აუზის უმეტეს მდინარეში წყლის დონემ რეკორდულად დაბალ დონეს მიაღწია. ამაზონის მთავარ შენაკადში, მდინარე მადეირას წყლის დონემ 48 სმ-მდე დაიწია.
ასევე მდინარე სოლიმესში - რეკორდულად დაეცა. ბრაზილიის ბუნებრივი კატასტროფების მონიტორინგის სააგენტო Cemaden-ის შეფასებით, 2024 წელს გვალვა, წინა წლებთან შედარებით, „ყველაზე ინტენსიური და გავრცელებულია“.
„ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვითარება შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდეს ამაზონის ზონაში, რომელიც ბიომრავალფეროვნების მდიდარი წყაროა. ამაზონის აუზში უფრო ცხელი ტემპერატურა მცენარეებისა და ნიადაგის მეტ აორთქლებას იწვევს, ამიტომ ისინი მეტ წყალს კარგავს.
ამაზონში გვალვების გამომწვევი კიდევ ერთი ფაქტორი ტყეების განადგურებაა. ბოლო 50 წლის განმავლობაში, ტროპიკული ტყის დაახლოებით ერთი მეხუთედი განადგურდა მაგალითად, სასოფლო სამეურნეო მიზნებისთვის. მათ გარეშე ამაზონი კიდევ უფრო დაუცველი ხდება. რეგიონის მთავარ მდინარეებში წყლის დონის დაწევა ასევე სერიოზულ გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაზე. გასული კვირის მდგომარეობით, 100-ზე მეტ მუნიციპალიტეტში 150 დღეზე მეტია, წვიმა არ დაფიქსირებულა,“ - ნათქვამია Cemaden-ის განცხადებაში.
ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის ტყეების განადგურება სრულად შეწყდებოდა.
0
0