14/07/2022
20:06
მედიცინა
Amazon თურმე კიბოს საწინააღმდეგო ვაცქინებზე მუშაობს სიეტლში დაფუძნებულ ფრედ ჰაჩინსონის სახელობის კიბოს კლინიკასთან ერთად თანამშრომლობით, იუწყება Business Insider. ვაქცინები კანის კიბოსა (მელანომა) და ძუძუს კიბოზეა გათვლილი.
Clinicaltrials.gov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტი 2022 წლის 9 ივნისს დაიწყო და ვარაუდობენ, რომ 2023 წლის 1 ნოემბერს ის დასრულებული იქნება. ამჟამად კლინიკური კვლევებისთვის 20 ზრდასრული მონაწილე იძებნება.
‘’ამაზონი თავის მეცნიერულ და მანქანური სწავლების რესურსებს იყენებს, რაც კიბოს რამდენიმე სახის პერსონიზირებული მკურნალობის განვითარებას ისახავს მიზნად. ჯერ ძალიან ადრეა, თუმცა ახლახანს ‘’ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ'' (FDA) ფრედ ჰაჩინსონის კლინიკას ნება დართო გააგრძელოს კვლევა და დაიწყოს კლინიკური ექსპერიმენტების პირველი ფაზა. არავინ იცის, ეს ეტაპი გახდება თუ არა წარმატებული,’’ - უამბო Amazon-ის წარმომადგენელმა Business Insider-ს. ‘’ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი და თუ ის დამაკმაყოფილებლად პროგრესირდება, ჩვენ ვიქნებით ღია სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის, თუ ისინი ჩვენი პროეტით დაინტერესდებიან.’’
შეჯამება ექსპერიმენტულ კვლევას ასე აღწერს: ‘’კვლევის პირველი ფაზა შეისწავლის პერსონიზირებული ნეოანტიგენური პეპტიდის ვაქცინის უსაფრთხოებას მელანომის IIIC-IV-ს სტადიის პაციენტებისთვის და ძუძუს კიბოს HER2 ჰორმონის რეცეპტორ-უარყოფითი პაციენტებისთვის. პერსონიზირებული ნეოანტიგენური პეპტიდის ვაქცინა აერთიანებს კერძო პაციენტის ინდივიდუალურ ანტიგენებს. Th1 მაპოლარიზებელი დამხმარე პოლი ICLC-თან კომბინირებულმა ვაქცინამ შესაძლოა პოლიკლონური, პოლიეპიტოპური, ციტოლიზური T უჯრედების იმუნიტეტი გამოიმუშავოს პაციენტის კიბოს წინააღმდეგ.’’
Amazon-ს ჯანდაცვის სფეროში აქამდეც მოუსინჯავს მუშაობა. 2021 წელს, კომპანიამ Amazon Care-ის პროექტი წამოიწყო, რომლის საშუალებითაც სიეტლში მცხოვრებ თანამშრომლებს კომპანია სამედიცინო დახმარებას უწევდა, რაც ექიმებთან ონლაინ ვიდეო შეხვედრებსა და მედიკამენტების მიტანის სერვისს მოიცავდა.
ახალი ვაქცინის პროქტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ის Amazon-ის საიდუმლო Grand Challenge ლაბორატორიას გასცდა და უფრო დიდ სივრცეებში გადაინაცვლა.
რას ნიშნავს ეს ყველაფერი Amazon-ისთვის? ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის უკვე ყველაფრის მომცველი კომპანია კიდევ ერთხელ გაიფართოვებს ჰორიზონტს და ერთით მეტ სფეროს - კიბოს მკურნალობას - მოიცავს. ამ პროექტის წარმატებული მომავალი დიდ ფინანსურ მოგებებთან არის დაკავშირებული. დრო გვიჩვენებს თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
წყარო: Interesting Engineering
მოამზადა: ანა მთვრალაშვილი
0
0