18/03/2024
22:51
მედიცინა
ბარიატრიული (წონის დაკლების) ქირურგია – ღია დისკუსია… ბევრი კითხვა, ბევრი პასუხი და ბევრი არგუმენტი!..
ბარიატრიული ქირურგიიდან 30 დღის შემდეგ სიკვდილიანობის მაჩვენებელია 0.05-დან 6.68%-მდე (ასაკზე, BMI-ზე და სხვა კლინიკურ მდგომარეობებზე + ჯანდაცვის პროვაიდერებისა და დაწესებულებების ქვეყნის ხარისხზე დაყრდნობით).
ბარიატრიული (წონის დაკლების) ქირურგია უვე 70 წელს ითვლის…
პირველი ბარიატრიული ოპერაცია ჩატარდა 1954 წელს. ბარიატრიულ ქირურგიაზე დისკუსია ღიაა…
ბევრი კითხვა, ბევრი პასუხი და ბევრი არგუმენტი არსებობს…
ბარიატრიული ქირურგიული ოპერაციიდან 30 დღის შემდეგ სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0.05-დან 6.68%-მდეა. ეს დამოკიდებულია ასაკზე, BMI-ზე და სხვა კლინიკურ მდგომარეობებზე, პლუს ქვეყნის ჯანდაცვის პროვაიდერებისა და დაწესებულებების ხარისხზე, ასევე იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში ტარდება ოპერაცია.
საგანგაშო მდგომარეობაა სამედიცინი ტურიზმის “ცენტრებში” მექსიკასა და თურქეთში!დიდი ბრიტანეთის 7 მოქალაქე გარდაიცვალა შარშან თურქეთში ამ ოპერაციის შემდეგ. ბარიატრიული ქირურგიის ძირითადი გართულებები/საკითხები:ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ სიკვდილიანობა: (მამაკაცები უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე ქალები)
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
ფსიქიკური აშლილობა (თვითმკვლელობა და დამოკიდებულება).
დიაბეტი.
არასასურველი გავლენა ძვლებსა და ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობაზე.
ბარიატრიული (წონის დაკლება) ქირურგია ცვლის საჭმლის მომნელებელ სისტემას, რაც იწვევს დარღვევებს და სიმპტომებს, რომლებიც შეიძლება ავადმყოფობად ან ინვალიდობად მივიჩნიოთ. სამწუხაროდ, ეს პროცედურა არ არსებობს, გვერდითი ეფექტების გარეშე.
გვერდითი მოვლენები შეიძლება, იყოს გასტროეზოფაგური რეფლუქსი, მუცლის ტკივილი, არასწორი კვება და ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი, ნაღვლის ბუშტის კენჭები და ქირურგიული გართულებები. თუმცა ბარიატრიული პაციენტები თავს არ მიიჩნევენ ავადმყოფად ან “ინვალიდად” – შშმ პირად, არამედ უფრო ჯანმრთელად, ვიდრე ოპერაციამდე. პაციენტები ხშირად ამცირებენ ან წყვეტენ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ… ცვლიან მათ დიეტური დანამატების მკაცრი რეჟიმით.
მიუხედავად იმისა, რომ ეს დანამატები მიიღება დაზიანებული საჭმლის მომნელებელი სისტემის სამართავად, მათ არ აქვთ ისეთივე მოქმედების მექანიზმები, როგორც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს.
ბარიატრიული ქირურგიის (BS) ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული გართულება, რომელიც ბოლო დროს ფართოდ იქნა განხილული, არის მისი უარყოფითი გავლენა სახსრებსა და ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობაზე. კვლევებმა აჩვენა, რომ ძვლის სიმკვრივე (BMD) მნიშვნელოვნად მცირდება BS-ის შემდგომ წლებში. მრავალი კვლევა მიუთითებს, რომ მოტეხილობების რისკი იზრდება BS-ის შემდეგ.
არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია ძვლის ჯანმრთელობაზე BS-ის მავნე ზემოქმედების დასაძლევად. ბრიტანეთის მთავრობა თურქეთის ბარიატრიული “ტურიზმის” წინააღმდეგ.
თურქმა ექიმმა ოღუნ ერშენმა BBC-ის ჟურნალისტს ურჩია, რომ მას ჩაეტარებინა ქირურგიული ოპერაცია საზღვარგარეთ. რეპორტიორის სხეულის მასის ინდექსი BMI 24.4 იყო, რაც ჯანსაღი წონის ფარგლებშია. კლინიკას კი მიაწოდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს მისი წონის ინდექსი იყო 29, კლინიკაში პაციენტის წონა არ გადაუმოწმებიათ. შოტლანდიელი ქალი თურქეთში კუჭის ოპერაციის დროს გარდაიცვალა BBC Disclosure-ის დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ ურჩევდა დოქტორი ერშენი პაციენტს ოპერაციამდე, რაც შეიძლება მეტი ეჭამა, სხეულის მასისი ინდექსი 30-მდე რომ გაზრდილიყო, რადგან სხვაგვარად კუჭის ოპერაციის ჩატარებას ვერ შეძლებდნენ. ბრიტანეთის გენერალური სამედიცინო საბჭოს (GMC) სპიკერმა თქვა:
”ჩვენ ვაპირებთ, დავუკავშირდეთ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს, რათა მათ გააცნობიერონ აღნიშნული ფაქტი, რაც ნაჩვენებია დოკუმენტურ ფილმში და განიხილონ ეს დარღვევები”. ბარიატრიული ქირურგიის ეროვნული რეესტრის თავმჯდომარემ ომარ ხანმა ხაზი გაუსვა ოპერაციის შეუქცევად რისკებს და თქვა, რომ ის არ უნდა ჩატარდეს, თუ ეს არ არის აუცილებელი. დიდი ბრიტანეთის 7 პაციენტი გარდაიცვალა თურქეთში წონის დაკლების ოპერაციის შემდეგ. შოტლანდიამ ასევე გააფრთხილა პაციენტები, არ გაეკეთებინათ ოპერაცია საზღვარგარეთ ისეთ კლინიკებში, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული დიდ ბრიტანეთში:
„მნიშვნელოვანია, ჩვენ მივცეთ საზოგადოებას გარანტიები, რომ ეს მკურნალობა და პროცედურები ტარდება უსაფრთხო და რეგულირებულ გარემოში. თუმცა, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია დავარეგულიროთ და შევამოწმოთ კერძო საავადმყოფოები და კერძო კლინიკები, რომლებიც უზრუნველყოფენ მკურნალობას შოტლანდიაში და სადაც ჯანდაცვის თანამშრომლები არიან რეგისტრირებული დიდ ბრიტანეთში.” პაციენტებს, რომლებიც აირჩევენ თურქეთში ბარიატრიული ქირურგიის ჩატარებას, ემუქრებათ ინფექციების ან სხვა დაავადებების გადადების მაღალი რისკი! ეს გაზრდილი რისკი გამომდინარეობს ზოგიერთ კლინიკაში დაფიქსირებული არაადეკვატური რეგულაციისა და ზედამხედველობისგან. FCDO-ს მიერ გაცემული ბოლო გაფრთხილება კონკრეტულად ხაზს უსვამს სისხლით გადამდები ინფექციების პოტენციურ საფრთხეს, მათ შორის B ჰეპატიტს, C ჰეპატიტს და აივინფექციას. ასეთმა ინფექციებმა შეიძლება სერიოზული და გრძელვადიანი გავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პრიორიტეტის მინიჭებას ყველასაჭირო სიფრთხილის ღონისძიების განხორციელებაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ასეთი ინფექციები. ზოგიერთ შემთხვევაში, პაციენტები მოთავსებულნი არიან არასანიტარულ პირობებში.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე სწორედ ამ საკითხზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბარიატრიული ოპერაცია, ანუ კუჭის ამოჭრის ოპერაცია არის კატასტროფა.
გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ: „საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ჯანდაცვის კუთხით კიდევ უფრო მეტი პრობლემა ჩნდება. ეს ეხება ოპერაციებს.
ბარიატრიული ოპერაცია, ანუ კუჭის ამოჭრის ოპერაცია არის კატასტროფა. 30 დღის განმავლობაში 100 კაციდან 2 კვდება. ეს არის მეცნიერული სტატისტიკა. ამ ოპერაციას გააჩნია პრობლემები: – ის ვიტამინები, რკინები და მინერალები, რაც კვებით უნდა მიიღოს ორგანიზმმა, კუჭიდან ვერ ხდება მისი ათვისება. ამიტომ უწევთ ნემსების გაკეთება… არავინ ამბობს, რამდენად საშიშია ეს ოპერაციები. ამ ოპერაციიდან 30 დღეში ყოველი 50-ე ადამიანი კვდება…“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
გიორგი ფხაკაძემ ხაზი გაუსვა ოპერაციის შეუქცევად რისკებს და თქვა, რომ ის არ უნდა ჩატარდეს, თუ ეს არ არის აუცილებელი. პაციენტები, რომლებიც განიხილავენ წონის დაკლების ოპერაციას, უნდა გაითვალისწინონ ოპერაციის შემდგომი პრობლემები. პაციენტებმა ბარიატრიული ოპერაცია, ანუ კუჭის ამოჭრის ოპერაცია სასურველია გაიკეთონ თავიანთივე ქვეყნებში.
„ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთე საქართველოში!
(არა თურქეთში)
სჯობს, საერთოდ არ გაიკეთო, თუ BMI -35-ზე ნაკლები გაქვს“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან (CDC) მზარდი ცნობებია, რომ აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებიც წონის დაკლების ოპერაცია ჩაიტარეს მექსიკაში, დაავადდნენ მძიმე, პრეპარატებისადმი რეზისტენტული ბაქტერიით – Pseudomonas aeruginosa.
ყველა სამედიცინო დაწესებულება ტიხუანაში (მექსიკა) და თურქეთში არის არასასურველი თქვენი ჯანმრთელობისთვის.
0
0